ქართველი ფუტურისტები 

 


ნიკოლოზ ჩაჩავა

ხელხვავი

ტარო უდარო.
ტარო უტარო.
ბღერი და სკიპიდარი
ტარო ნასიმიდარი.
სინდიოფალა
ჩალა ნაჩალევი
ხმელი ნაძალევი
გოდორი გორიცა.
გოდორი ოდიდან.
ნაგულა ნასიმადარი
მეხრე და სკიპიდარი
სინდიოფალა
ღამე ღამისა
ხმა საყდარისა.
სიმინდი სინდისელი.
შკერი და შვინდისელი
შვინდისოფელა
ტარო უდარო.
ტარო უტარო.
ბღერი და სკიპიდარი
ტარო ნასიმიდარი.
სინდიოფალა

1924

ნიკოლოზ ჩაჩავა
 

შელოცვა მთვარისეულებს

ალთა
ბალთა.
ბარიბართუბართა.
ჯაჭვი ჯაჭვანდური
ქალდინადური.
დარი ნატყუბარი
ხრა ნაგუბარი.
სულადი უწმინდური
ხარდინადური.
 
 

ნიკოლოზ ჩაჩავა

შანდი და შროშანა

შარდალს შორდება ძილი
ძილდინა გაგულისდა.
დღისური ქანდაძილი
მთვარეზე გასულისდა.
გოგონა მოგონა ხანძარი
სოფელი მოფოლა. მოშარა.
თანსურდა სურდული-ხვანჯარი
თანშურდა შანდი და შროშანა.

1924

სიმონ ჩიქოვანი

რევოლუციონურ მინდვრებისშესახებ

შავი ნაბდებით, ცხენის ხაზებით,ძმა ყაზახები:
ისროდნენ ველებს, ისროდნენდონს... და ვოლგის ნაპირებს...
და ურალები გაჭინთული პარალელიგრძელ ყაზარმების,
იყო მახნოელთ გადამყოფი როგორცბოგირი.
ისლების მინდვრებს, გაყვითლებულსჩალის შრიფტივით...
ადგენ სოფლები. მარხილებიბამბის გლეხების.
მოწყდა ციმბირი, ტივებივითგაყვა მახნოებს
და რქის მოზვრებით ის გაიქცაროგორც ბეღელი.
და ნაკვალევზე გარბენილი,ცხენებთ ტორებით...
მეკობრეებსაც აგონდებათგაქცეული შორი რაზინი.
რამდენი ზეცა გადაყლაპა დონმაუკბილომ,
რამდენი გემი მან დაღუპაგლეხის როზგივით.
 
 

სიმონ ჩიქოვანი

მეკამეჩეების ურმული

ორგი'დო ხერგ'დო მუხების რკო!
ხორბალი, კომბალი
კომბალი ონბალო
კომბალი ბალიგი
ბობო'და ლომები ბობო'და სპილოებს
ფუღუროს ნაკოდალს, ფილტვებსნაგუდარს
ღერღილს მოროშილს, სიმინდსდაღერღილს
ორგი'დო ჩალა დო ორი'დო კამეჩებს
ზიზურე-რო--რო, დო ზიზურე აბეჩებს.
კომბალი და სახრე-ბორძიკი.თხმელა
აბედი ურმების. ხეები ხორ'ბო
მზის მუცლებს ნაბიჭარს
მზის ხვრელებს ზღარბი ჭამს
ორგი' დო ხერგი'დო მუხებისრკო!
ენგურის ირემი. ენგურის ორ'ბები
თხუნელა, თხომური-ზომური-ზომური
ჰე ფიჭვებს, წიფლებს, შტოებსდა ნეშოებს
მახრა, და კამეჩი, ქატო დამუხუდო.
ეი! დო ზორ, შარა მოტობა, დომუმლი.
ნახშირის მუხაში
ბღაოდა მუხაში
კამეჩი უხეში
ტალახში ფუყეში.
დილამ'დე ძაღლები კამეჩებსუყეფენ.
კოპიტის მამალი კამეჩებსმიყივის.
ეი! დო ზორ შარა მოტობა დომუხლი
ეი'დო ბორანი კომბალი და სახრე
ეი! დო ზორ შარა მოტობა,დოთხომური
ზომური. ზომური.

ოქტომბერი 24 წელი

ქართული მწერლობის საგანძურიდან