ავტორის შესახებ:
მწერალი, მეცნიერი და ჟურნალისტი ზურაბ რატიანი დაიბადა 1938 წელს თბილისში. 1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-მუშაკი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი მხატვრული, სამეცნიერო და პუბლიცისტური ნაწარმოები, მათ შორის პიესები: ”ცოტნე დადიანი”, ”ცის გახსნა”, ”ფეხბურთის ძალა”; წიგნები: ”ატლა”, ”უკვდავების გზა”, ”საქართველოს სოციალური წყობა XIII - XIV საუკუნეებში”, ”წყაროთა ღაღადი”, ”დღენი თავისულებისა”, ”კაცი-უჩინმაჩინი”. 1990 წელს არალეგალურად გამოსცა სატირულ-იუმორისტულ ჟურნალ ,,ნაცარქექიას” ორი ნომერი. ამჟამად იბეჭდება და გამოვა ფუნდამენტური მონოგრაფია ”საქართველო X-XVIII საუკუნეებში”.