თანამედროვე სამეცნიერო კვლევის ასოციაცია - თსკა


თანამედროვე სამეცნიერო კვლევის ასოციაციის (თსკა) მოღვაწეობის ძირითადი ამოცანაა მეცნიერული კვლევის დონისა და შეგნების ამაღლება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ამ მიზნით იგი ეხმარება და ორგანიზებას უკეთებს:

სამეცნიერო კავშირებისა და საქმიანობის წარმართვას ცალკეულ მეცნიერებს შორის საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ერთობლივ შემეცნებით-კვლევით საქმიანობას საქართველოს და სხვა ქვეყნების სამეცნიერო და სხვა ორგანიზაციებს შორის ქართული მხატვრული, ისტორიული და ტექნიკური ლიტერატურის გამოქვეყნება-გავრცელება სამეცნიერო-საგანმანთლებლო მოღვაწეობის განვითარება და მხარდაჭერა.

ასოციაიცია გამოსცემს ქართულ და ინგლისურენოვან სამეცნიერო ჟურნალებს და ამ ჟურნალებს ავრცელებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ წამყვან სამეცნიერო ცენტრებში. ჟურნალებში ქვეყნდება როგორც ქართველ მეცნიერთა კვლევის შედეგები, ასევე მათი უცხოელი კოლეგების ნამუშევრები.

ამჟამად ასოციაცია გამოსცემს 4 სამეცნიერო ჟურნალს:

Academia - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა -ისტორია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია, ხელოვნება- პროფილით

ფსიქიკა - Psyche: Problems, Perspectives- ეძღვნება ფსიქოლოგიის, ფსიქორეჰაბილიტაციის, ფსიქიატრიის პრობლემებს

ქართველ ნეირომეცნიერთა ჟურნალსGeorgian Journal of Neurosciences

ჟურნალს ბიოფიზიკისა და ბიოქიმიის მკვლევართათვის– The Journal of Biological Physics and Chemistry

ბოლო ორი ჟურნალი ინგლისურენოვანია, ხოლო დანარჩენი - ქართული - ინგლისური აბსტრაქტებით.

ჟურნალები ორიენტირებულია ტრანსდისციპლინარულ კვლევებზე და მიზნად ისახავს მეცნიერული კვლევის შედეგების გამოყენებას სამედიცინო, ეკოლოგიური და სხვა აქტუალური პრობლემების დასაძლევად.


სხვა პროექტები:

მასალები საქართველოს ისტორიისათვის

ქართული მწერლობის საგანძურიდან

პატანჯალის "იოგა-სუტრას" თარგამნები

თსკა ხელს უწყობს მეცნიერული იდეებისა და აზროვნების პოპულარიზაციას მოსახლეობაში. ის შეეცდება საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია მეცნიერებისა და ტექნოლოგიის თანამედროვე მიღწევების შესახებ. ამიტომაც ის თანამშრომლობს ჟურნალისტებთან, რათა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაავრცელოს და გააღრმავოს საზოგადოების ინტერესი თანამედროვე კვლევებისადმი.

შეგიძლიათ ითანამშრომლოთ ჩვენთან და /ან მოგვაწოდოთ მასალები

ჩვენი მისამართია:

თანამედროვე სამეცნიერო კვლევის ასოციაციის (თსკა)
მოსაშვილის ქ. 1/15
თბილისი 380062
ტელ./ფაქსი:
+995 32 22 59 93
ელ. ფოსტა: თსკა კოორდინატორი